ავტორიზაცია

კრისტიან ერიქსენი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის

კრისტიან ერიქსენი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის
თარიღი 09 იან 2022, 21:08

რამდენიმე ევროპული კლუბი კრისტიან ერიქსენით ინტერესდება.

გასულ თვეში ფეხბურთელმა „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან სერია ა-ში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამჟამად, ის თავისუფალი აგენტია.

როგორც ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, დანიელი ნახევარმცველით ამჟამად „მონაკო“, „აიაქსი“, „კოპენჰაგენი“, ოდენსე“ და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

12 ივნისს, ევრო 2020-ის მატჩის დროს დანია - ფინეთი (0:1) პირველი ნახევრის ბოლოს, ერიქსენი გაზონზე დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო. სპორტსმენმა მინდორზე სასწრაფო დახმარება მიიღო.

შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გულის გაჩერება ჰქონდა. კრისტიანს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჰქონდა დაყენებული. მას შემდეგ ის ოფიციალურ შეხვედრებზე მოედანზე არ გამოჩენილა.