VIDEO: მნიშვნელოვანი გამარჯვება - ნაპოლიმ შინ პეტანიას გოლით იმარჯვა
სერია ა-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „სამპდორია“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე პეტანიამ გაიტანა და ნეაპოლიტანურ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„ნაპოლიმ“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.