ავტორიზაცია

"არც ისეთი ცუდია, როგორც ყველა ამბობს", - ჯერარდი რანგნიკის მანჩესტერზე

"არც ისეთი ცუდია, როგორც ყველა ამბობს", - ჯერარდი რანგნიკის მანჩესტერზე
თარიღი 09 იან 2022, 23:15

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ყველა ჯერ კიდევ დიდი პატივისცემით ეპყრობა იმ ფაქტს, რომ „ემიუ“ „ოლდ ტრაფორდზე“ ძალიან კარგია. მათ საკუთარ მოედანზე ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ, თუ საქმეები კარგად წაუვიდათ. მათთან შეხვედრაში მეტოქის დაუფასებლობა ნამდვილად არ გვექნება.

როცა გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოდის, მას საკუთარი იდეების დასამკვიდრებლად დრო სჭირდება. გუნდის შედეგები რომ შევაფასოთ, არც ისეთი ცუდი იყო როგორც ზოგს გონია.

მე ყველაფერი ზედმიწევნით შევაფასე და არ მინდა გარკვეულ დისკუსიებში ჩართვა.“ - აღნიშნა ჯერარდმა.

„ემიუს“ წინააღმდეგ თასზე „ასტონ ვილა“ 10 იანვარს ითამაშებს.