ავტორიზაცია

VIDEO: 7 გოლი, დიდებული ქამბექი, წითელი და აცილებული პენალტი - საოცარი მატჩი რომასა და იუვენტუსს შორის

თარიღი 09 იან 2022, 23:31

სერია ა-ს 21-ე ტურში „რომას“ და „იუვენტუსს“ შორის წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და „იუვეს“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

მოურინიოს გუნდი 53-ე წუთისთვის აბრაჰამის, მხითარიანის და პელეგრინის გოლებით 3:1-ს იგებდა, „იუვეს“ რიგებში თავი გოლით დიბალამ გამოიჩინა.

თუმცა, 70-ე წუთის შემდეგ ალეგრის გუნდმა სასწაული მოახდინა და 7 წუთში მატჩი თავდაყირა დააყენა - ლოკატელიმ, კულუშევსკიმ და დე შილიომ მოახერხეს გოლების გატანა და „იუვენტუსს“ სასწაული გამარჯვება მოუტანეს.

81-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მატეის დე ლიგტმა მიიღო და მოედნი ნაადრევად დატოვა, 83-ზე კი ლორენცო პელეგრინის ანგარიშის გათანაბრება და მატჩის მე-8 გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პენალტი გააცუდა.

ამრიგად, „იუვემ“ 48 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, „რომა“ კი 32 ქულით მერვე პოზიციაზეა.