ავტორიზაცია

VIDEO: ვილიარეალმა და ატლეტიკომ უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 10 იან 2022, 02:25

ლა ლიგის მე-20 ტურში „ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ დაუზავდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

„ატლეტიკოს“ რიგებში გოლებით თავი კორეამ (10’) და კონდოგბიამ (67’) გაიტანეს, „ვილიარეალიდან“ კი თავი პაუ ტორესმა (29’) და მორენომ (58’) გამოიჩინეს.

90+2 წუთზე კონდოგბიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ატლეტიკო“ 10 კაცით დარჩა.

„ატლეტიკომ“ 33 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციას იკავებს, „ვილიარეალი“ კი 29 ქულით მერვეა.