ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა შინ ლაციოს მოუგო და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა

თარიღი 10 იან 2022, 02:26

სერია ა-ს 21-ე ტურში „ინტერმა“ შინ „ლაციო“ დაამარცხა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ინტერის“ რიგებში გოლებით თავი ბასტონიმ (30’) და შკრინიარმა (67’) გამოიჩინეს, „ლაციოდან“ კი ერთადერთი გოლი ჩირო იმობილემ (35’) გაიტანა.

„ინტერმა“ 49 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, „ლაციო“ კი 32 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.