ავტორიზაცია

VIDEO: მე-4 ფრე ბოლო 5 მატჩში! პსჟ ლიონთან მარცხს მეორე ტაიმში გადაურჩა

თარიღი 10 იან 2022, 02:29

ფრანგული ლიგა 1-ს მე-20 ტურში „ლიონი“ შინ „პსჟ-ს“ დაუზავდა.

შეხვედრა „ოლიმპიკ ლიონ პარკზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

„ლიონის“ რიგებში გოლით თავი ლუკას პაკეტამ (7’) გამოიჩინა, „პსჟ“ კი მარცხს ტილო კერერმა (76’) გადაარჩინა.

„პსჟ-მ“ ზედიზედ მე-2 და ბოლო 5 მატჩში მე-4 ფრე ითამაშა, მაგრამ 47 ქულით ცხრილში ერთპიროვნულად მაინც ლიდერობს, „ლიონისთვის“ კი ეს ზედიზედ მე-4 ფრე იყო და გუნდი 25 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.