ავტორიზაცია

ემერი: "ის, რასაც პიკე აკეთებს, ხალხის შეცდომაში შეყვანაა, უფრო გულწრფელი უნდა იყო"

ემერი: "ის, რასაც პიკე აკეთებს, ხალხის შეცდომაში შეყვანაა, უფრო გულწრფელი უნდა იყო"
თარიღი 10 Jan 2022, 13:59

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ჟერარ პიკეს უპასუხა. 

შაბათს, „ვალენსიამ“ „ტვიტერზე“ „რეალთან“ მატჩში მათ კარში დანიშნულ პენალტზე შემდეგი პოსტი დაწერა: „მადრიდში ძარცვები ნელ-ნელა თავიდან იწყება.“ პიკემ კი მათ ასე უპასუხა: „ჩუმად, თორემ დაისჯებით.“

ამაზე საკუთარი მოსაზრება უნაი ემერიმ გამოთქვა და 15 ნოემბრის მატჩი გაიხსენა, როცა „ვილიარეალთან“ შეხვედრაში პიკემ ხელით ითამაშა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.

„ის, რაც პიკემ ამ სტადიონზე ახლახანს გააკეთა - ბურთს ხელით შეეხო, ეს ნამდვილად პენალტია. მაშინ ჩვენ წავაგეთ და ჩემთვის უსიამოვნო იყო, როცა მან თქვა, რომ პენალტი არ ყოფილა.

დღეს „ატლეტიკოსთან“ გოლი ხელით თამაშის გამო გაგვიუქმეს, არადა პარეხომ კარში ბურთი მხრით გადაგზავნა, აქ ხელი არ ყოფილა, პიკეზე კი ნამდვილად იყო. ახლა კი, ის „ტვიტერში“ სხვა მატჩის გაპროტესტებით გამოვიდა.

უფრო გულწრფელი უნდა იყო და ადამიანი შეცდომაში არ შეიყვანო. ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმებულიყო, მან თქვა ის, რაც თქვა, რათა ხალხი მოეტყუებინა. ეს ვიდეორეფერისა და ფეხბურთის მიმართ არასამართლიანია.

პარეხოს კი ბურთი მხრიდან მოხვდა ხელზე. მე ასეთ მომენტში გოლს არ გავაუქმებდი, მაგრამ არბიტრმა გააუქმა და ამ გადაწყვეტილებასაც ვიღებ.“ - აღნიშნა ემერიმ.