ავტორიზაცია

მოურინიო: "ფეხბურთელები უნდა იქაჩებოდნენ ჩემსკენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და არა პირიქით"

მოურინიო: "ფეხბურთელები უნდა იქაჩებოდნენ ჩემსკენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და არა პირიქით"
თარიღი 10 იან 2022, 14:03

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „იუვენტუსთან (3:4) წაგების შემდეგ საკუთარი გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.

„სამი წელი მომცეს, რომ ამ გუნდმა მოუმატოს, მაგრამ ამისათვის კლუბის დახმარებაც არის საჭირო.

გუნდში არ ვლინდება ლიდერული თვისებები, როცა მოედანზე რაღაც ხდება, თუნდაც მსაჯების ამა თუ იმ გადაწყვეტილებების დროს. არ გვყავს ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანი.

შემადგენლობას ორი ახალწვეულით გავაძლიერებთ, რომლებიც იჯარით შემოგვიერთდებიან. ერთ-ერთი მეიტლენდ-ნაილზია, მეორე კი - ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი მტკიცე ხასიათით.

კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ, სადაც მეექვსე-მეშვიდე ადგილი გვაკმაყოფილებს. ბიჭებს ვუთხარი, რომ ისინი უნდა იქაჩებოდნენ ჩემსკენ და არა მე - იმათკენ, თუ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვისაუბრებთ.“ - აღნიშნა მოურინიომ.