ავტორიზაცია

ბარსელონამ პიკეს პოტენციური შემცვლელი აიაქსში იპოვნა

ბარსელონამ პიკეს პოტენციური შემცვლელი აიაქსში იპოვნა
თარიღი 10 იან 2022, 15:14

„აიაქსის“ მცველი ლისანდრო მარტინესი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში შედის.

ესპანური კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს სამომავლო პერსპექტივაში ჟერარ პიკეს შემცვლელად მოიაზრებს.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „ნიუელს ოლდ ბოისის“ აღზრდილმა კატალონიური კლუბის ყურადღება მიიპყრო და არ არის გამორიცხული, „ბარსელონამ“ მისი შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სცადოს.

23 წლის მარტინესი „აიაქსში“ „დეფენსადან“ 2019 წელს 7 მილიონ ევროდ გადავიდა და ამსტერდამულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, პორტალი Transfermarkt კი მის ღირებულებას 32 მლნ ევროდ აფასებს.

ამ სეზონში მარტინესმა ერედივიზიის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი  და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.