ოფიციალურად: სამუელ უმტიტიმ ხელფასი დაიკლო - ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრებას მოახერხებს
„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგმა მცველმა სამუელ უმტიტიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მოქმედი ხელშეკრულება უმტიტის „ბარსასთან“ 2023 წლის ზაფხულში ეწურებოდა და მხარეები თანამშრომლობის სამი წლით გახანგრძლივებაზე მორიგდნენ.
ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდხნიანი უარზე ყოფნის შემდეგ, სამუელ უმტიტი ხელფასის დაკლებას დათანხმდა, რის გამოც „ბარსელონას“ სახელფასო ჭერი შემცირდა და გუნდი ფერან ტორესის დარეგისტრირებას მოახერხებს.
„ბარსამ“ ტორესი „მან სიტიდან“ 55+10 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ლა ლიგის ოფიციალურ პროტოკოლში მის დარეგისტრირებას დღემდე ვერ ახერხებდა გადაჭარბებული სახელფასო ჭერის გამო.
უმტიტის ასეთი ნაბიჯის დამსახურებით კი, „ბარსამ“ ტორესის დარეგისტრირების შესაძლებლობა მიიღო.