ავტორიზაცია

შევჩენკოს მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია - ჯენოაში მოითათბირეს

შევჩენკოს მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია - ჯენოაში მოითათბირეს
თარიღი 10 იან 2022, 23:12

"ჯენოას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯერ არ გაათავისუფლოს. უკრაინელი გუნდში მინიმუმ იტალიის თასის 1/8 ფინალამდე მაინც დარჩება.

"გრიფონებს" ელით დაპირისპირება "მილანის" წინააღმდეგ, თამაში 13 იანვარს გაიმართება. დღეს "ჯენოას" ხელმძღვანელებმა გუნდში არსებული კრიზისი განიხილეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შევჩენკოს გადადგომის შემთხვევაში კლუბი რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. შევჩენკოს დანიშვნის შემდეგ, "ჯენოამ" ცხრა მატჩი ჩაატარა ლიგაში, ექვსი მარცხი განიცადა და სამჯერ ფრედ ითამაშა.

გენუელებმა ერთადერთი გამარჯვება მოიპოვეს იტალიის თასზე, "სალერნიტანასთან" (1:0). 9 იანვარს "ჯენოამ" შინ წააგო "სპეციასთან", რომელიც მიმდინარე სეზონში ასევე გადარჩენისთვის იბრძვის სერია ა-ში. შევჩენკო თამაშს კორონავირუსის გამო არ დასწრებია.