ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე ასტონ ვილას მოუგო და FA თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

თარიღი 11 იან 2022, 01:56

ინგლისის FA თასის 1/32 ფინალის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე, მე-8 წუთზე გავიდა - ბირმინგემელთა კარი სკოტ მაკტომინაიმ აიღო, ფრედის გადაცემით.

"ასტონ ვილამ" 51-ე წუთზე დენი ინგსის ზუსტი დარტყმით წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე უკვე ცნობილია - მანიკუნიანელები 5 თებერვალს "მიდლსბროს" დაუპირისპირდებიან.