ავტორიზაცია

როი კინი სათასო მატჩის შემდეგ: "არსენალი რეალს ჰგავდა, მაგრამ პაბის გუნდივით ითამაშა"

როი კინი სათასო მატჩის შემდეგ: "არსენალი რეალს ჰგავდა, მაგრამ პაბის გუნდივით ითამაშა"
თარიღი 11 იან 2022, 10:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა ინგლისის თასიდან გამოვარდნის შემდეგ "არსენალი" გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, ლონდონური კლუბი თასის მე-3 რაუნდის ეგიდით "ნოტინგემ ფორესტთან" (0:1) დამარცხდა.

"ორივე გუნდი უსარგებლო იყო, ამიტომაც ორივე გასაკრიტიკებელია. "არსენალი" "რეალს" ჰგავდა ("მეთოფეებმა" აღნიშნულ მატჩში თეთრი ფორმით ითამაშეს), მაგრამ პაბის გუნდივით თამაშობდა", - თქვა ირლანდიელმა მატჩის შესვენებაზე.

"გასულ კვირაში "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ნამდვილად კარგად ითამაშა, მაგრამ დამარცხდა. გუნდი კვლავ დასუსტებულია".

"თავი საერთოდ ვერ გამოიჩინეს. ამჟამად კლუბში დადებითი მოვლენებია, თუმცა ეს სერიოზული უკანდახევა გახლდათ", - დასძინა კინმა.

"შესანიშნავი იქნებოდა", - ლეგენდარულმა იან რაითმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენალში სურს