ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ როდის შედგება კოუტინიოს დებიუტი ასტონ ვილას მაისურით

ცნობილი გახდა, თუ როდის შედგება კოუტინიოს დებიუტი ასტონ ვილას მაისურით
თარიღი 11 იან 2022, 11:50

გაირკვა, თუ როდის გამართავს შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "ასტონ ვილას" რიგებში სადებიუტო მატჩს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში ამ ზამთარს "ბარსელონადან" იჯარით გადაბარგდა.

ასე და ამგვარად, კოუტინიომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" 15 იანვარს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

ამ დროისთვის, სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი სამუშაო ნებართვის მიღების საკითხის მოგვარებაზეა კონცენტრირებული, ახალ გუნდს ფილი ოთხშაბათს შეუერთდება.