ავტორიზაცია

კომანი ახალ კონტრაქტს აფორმებს და ბაიერნში მასზე დიდი ხელფასი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ექნება

კომანი ახალ კონტრაქტს აფორმებს და ბაიერნში მასზე დიდი ხელფასი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ექნება
თარიღი 11 იან 2022, 12:24

"ბაიერნის" გარემარბი, კინგსლი კომანი ძალიან მალე მიუნხენურ გრანდთან ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"რეკორდმაისტერის" რიგებში საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელის ხელფასი ორჯერ გაიზრდება, იტყობინება გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Équipe.

ასე და ამგვარად, კომანი "ბაიერნის" მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მანუელ ნოიერისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ამ დროისთვის ფრანგი შემტევი წლიურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა კომანს მიუნხენელებთან 2023 წელს ეწურება. არსებული ცნობით, მისდამი ინტერესს "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "პსჟ" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში კომანმა ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

კომანს 3 მსურველი ჰყავს, თუმცა თავად ფეხბურთელს სულ სხვა გეგმები აქვს