ავტორიზაცია

ცნობილია ხელფასი, რომელსაც კომანი ბაიერნში ახალი კონტრაქტის მიხედვით მიიღებს

ცნობილია ხელფასი, რომელსაც კომანი ბაიერნში ახალი კონტრაქტის მიხედვით მიიღებს
თარიღი 11 იან 2022, 12:53

მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბი, კინგსლი კომანი "რეკორდმაისტერს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 25 წლის ფრანგი შესაბამისი გადასახადების გადახდამდე წლიურად 17 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა L’Équipe.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კომანი "რეკორდმაისტერთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, იგი კლუბის მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება - მანუელ ნოიერისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ბაიერნის" შემტევს კლუბთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში კომანმა ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.