ავტორიზაცია

"ამ აზარზე სულ წუწუნებენ, არადა ის არის უბრალოდ მსუქანა, რომელმაც ფულმა და სისტემამ ჩაასუქა", - ბელგიელი პოლიტიკოსი

"ამ აზარზე სულ წუწუნებენ, არადა ის არის უბრალოდ მსუქანა, რომელმაც ფულმა და სისტემამ ჩაასუქა", - ბელგიელი პოლიტიკოსი
თარიღი 11 იან 2022, 19:02

ბელგიელმა პოლიტიკოსმა ჟან-მარი დედეკერმა მადრიდის „რეალის“ შემტევზე, ედენ აზარზე ისაუბრა.

„ამ აზარზე სულ წუწუნებენ, არადა ის უბრალოდ მსუქანაა, რომელიც ფულმა და სისტემამ ჩაასუქა. დღემდე მახსოვს, რომ ბელგიის მატჩში ის შეცვალეს და ის სტადიონიდან ჰამბურგერის საჭმელად გაეშურა.

ჩემი აზრით ის სპორტსმენი აღარ არის, რასაც ადრე თუ გვიან მიხვდებიან. მიუხედავად ამისა, ის ყოველდღიურად ხვდება გაზეთებში და მასზე დღემდე ლაპარაკობენ.“ - ციტირებს დედეკერის სიტყვებს Sport Voetball Magazine.

აზარი მადრიდის „რეალში" 2019 წელს ლონდონის „ჩელსიდან" 100 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ ესპანურ გრანდში ფეხის სათანადოდ მოკიდება ვერ მოახერხა.

კარლო ანჩელოტის გუნდში კი ის სათადარიგოთა ფეხბურთლად იქცა.