ომარ იმრანი ლოკომოტივს დატოვებს? - შესაძლო ტრანსფერის ახალი დეტალები
თბილისის ლოკომოტივი მრავალი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ შესაძლოა 24 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ულად ომარ-იმრანმაც დატოვოს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ლოკომოტივის ნახევარმცველს რომელიმე გუნდისგან შეთავაზება ექნება, იმრანი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
რამდენიმე კვირის წინ ულარ ომარ-იმრანის მიმართ ინტერესი საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის დინამომ გამოთქვა, თუმცა ტრანსფერი სატრანსფერო თანხის გამო არ შედგა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია.
იმრანი 2021 წლის სეზონში ლოკომოტივის საკვანძო მოთამაშე იყო. ნიდერლანდელმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.