ავტორიზაცია

ბაიერნი და გნაბრი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბაიერნი და გნაბრი შეთანხმებასთან ახლოს არიან
თარიღი 11 იან 2022, 19:40

„ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების შემტევმა, სერჟ გნაბრიმ, გუნდთან კონტრაქტი შესაძლოა 4 წლით გაახანგრძლივოს.

როგორც ინსაიდერი ნიკოლო სკირა „ტვიტერზე“ წერს, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

დიდი ალბათობით, გნაბრის ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ გნაბრი „ბაიერნში“ „ვერდერიდან“ 2017 წელს გადავიდა, რის შემდეგაც ერთი წელი იჯარით „ჰოფენჰაიმში“ გაატარა.

ამ სეზონში გერმანელმა ბუნდესლიგის 18 მატჩში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.