ავტორიზაცია

"Transfermarkt-ზე შევედი", - ტორონტოს პრეზიდენტმა აღიარა, თუ როგორ მოუვიდა ინსინიეს დამატების იდეა

"Transfermarkt-ზე შევედი", - ტორონტოს პრეზიდენტმა აღიარა, თუ როგორ მოუვიდა ინსინიეს დამატების იდეა
თარიღი 11 იან 2022, 20:40

„ტორონტოს“ პრეზიდენტმა ბილ მენინგმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუჩნდა გუნდში ლორენცო ინსინიეს დაპატიჟების იდეა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერი უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული - სეზონის დასრულების შემდეგ, ინსინიე კანადურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

„რეალურად, Transfermarkt-ზე შევედი და იტალიელი ფეხბურთელების ინფორმაცია მოვიძიე, რომლებსაც კონტრაქტი უმთავრდებოდათ. ლორენცო ერთ-ერთი იყო იმ იშვიათ სიაში, რომლებსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

დავიწყე ფეხბურთელების სახელების ამოწერა, რომლებიც ჩემი ხედვით მსოფლიო დონის სტატუსს შეესაბამებოდნენ და ბაზარზე კომერციული ღირებულება ექნებოდათ.“ - ციტირებს მენინგტის სიტყებს CBC.ca.