ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - დავიდ ნერეში კარიერას შახტარში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - დავიდ ნერეში კარიერას შახტარში გააგრძელებს
თარიღი 11 იან 2022, 21:01

ამსტერდამის „აიაქსის“ ბრაზილიელი შემტევი, დავიდ ნერეში კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს.

როგორც ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, უკრაინული გუნდი დარწმუნებულია, რომ 24 წლის ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს უახლოეს საათებში დახურავს.

ნერეშს „შახტართან“ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ამჟამად კლუბები ტრანსფერის დეტალებზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ბრაზილიელის შემცვლელად „აიაქსს“ „ტოტენჰემის“ შემტევის, სტივენ ბერგვაინის გადაბირება სურს და ამის თაობაზე ლონდონურ გუნდს უკვე დაუკავშირდა. ცნობისთვის, „დეზები“ ბერგვაინის გაშვების წიანაღმდეგნი არ არიან.

დავიდ ნერეში „სან პაულუს“ აღზრდილია და „აიაქსში“ 2017 წლის იანვარში 12 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში დავიდმა ერედივიზიის 15 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

ფაბრიციო რომანოს არ დაუდასტურებია, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შახტარს“ ეს ტრანსფერი 14-15 მილიონი ევრო დაუჯდება.