ავტორიზაცია

კომანის შემდეგ გნაბრიც — ბაიერნი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ხელფასებს საგრძნობლად უზრდის

კომანის შემდეგ გნაბრიც — ბაიერნი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ხელფასებს საგრძნობლად უზრდის
თარიღი 12 იან 2022, 12:05

"ბაიერნი" უახლოეს პერიოდში თავდამსხმელ სერჟ გნაბრისთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

საქმე ეხება ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას, გაზრდილი ხელფასით. როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, გერმანელი გარემარბი წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს + ბონუსები.

პლეტენბერგის ცნობით, გნაბრისაც იმხელა შემოსავალი ექნება, რამდენიც კინგსლი კომანს - "რეკორდმაისტერი" ახალ კონტრაქტს ამ უკანასკნელსაც უფორმებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კომანი შესაბამისი გადასახადების გადახდამდე წლიურად 17 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს და მიუნხენში მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ექნება - მანუელ ნოიერსა და რობერტ ლევანდოვსკის.

მიმდინარე სეზონში 26 წლის გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა, ხოლო 25 წლის კომანმა 17 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო, ორ ასისტთან ერთად.

ცნობილია ხელფასი, რომელსაც კომანი ბაიერნში ახალი კონტრაქტის მიხედვით მიიღებს