ავტორიზაცია

კულიბალი: "პსჟ-ს გარდა, გასულ ზაფხულს ჩემდამი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენდნენ"

კულიბალი: "პსჟ-ს გარდა, გასულ ზაფხულს ჩემდამი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენდნენ"
თარიღი 12 იან 2022, 12:39

"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

"მოლაპარაკებები ლეონარდოსთან? ეს სიმართლეა. ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა. "პსჟ"-ს გარდა, ჩემდამი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენდნენ".

"სინამდვილეში, ამაზე საუბარი არ მიყვარს. ინტერესი იყო, ეს მახარებს, რადგან ამტკიცებს იმას, რომ ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს სარგებელი მოაქვს, კარგად ვუმკლავდები, რასაც ხალხი ხედავს. ეს ჩემი საქმის კიდევ უფრო კარგად გაკეთების მოტივაციას მაძლევს".

"პსჟ"-ს რამოსის ტრანსფერამდე ჩემი ყიდვა უნდოდა? ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელების გვერდით მაყენებენ. რამოსი ყველასათვის კუმირია".

"წინადადებები მქონდა, მაგრამ "ნაპოლიმ" ჩემი შენარჩუნება გადაწყვიტა. ეს კლუბის მხრიდან ჩემდამი სიყვარულს ამტკიცებს", - თქვა კულიბალიმ Canal Supporters Paris-თან ინტერვიუში.