ავტორიზაცია

ლევანდოვსკი თუ ჰოლანდი? — ბაიერნის ხელმძღვანელობა დიდი თავსატეხის წინაშე დგას

ლევანდოვსკი თუ ჰოლანდი? — ბაიერნის ხელმძღვანელობა დიდი თავსატეხის წინაშე დგას
თარიღი 12 იან 2022, 13:23

"ბაიერნი" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი იჩენს ყურადღებას, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Sport Bild-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ნორვეგიელის აგენტ მინო რაიოლას დაუკავშირდა და მისი კლიენტისადმი ინტერესი გამოხატა.

"ბაიერნში" ძალიან კარგად ესმით - რობერტ ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაულახავი დაბრკოლება იქნება ტრანსფერის გაჩარხვისთვის, ამიტომაც კლუბი პოლონელის აგენტ პინი ზაჰავისთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს. მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდმა "დორტმუნდის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.

თავის მხრივ, 2021/22 წლების სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" ღირსება 26 მატჩში დაიცვა, მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო და 3 საგოლე პასი გააკეთა.

დეტალებიც გაირკვა — დორტმუნდს ჰოლანდის შენარჩუნება უნდა და მიმზიდველ წინადადებას უმზადებს