ავტორიზაცია

რივალდომ 2022 წლის ოქროს ბურთის მოგების 4 მთავარი კანდიდატი დაასახელა

რივალდომ 2022 წლის ოქროს ბურთის მოგების 4 მთავარი კანდიდატი დაასახელა
თარიღი 12 იან 2022, 14:19

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, 1999 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა, რივალდომ 2022 წელს აღნიშნული ჯილდოს მოგების ფავორიტები დაასახელა.

"მე-7 "ოქროს ბურთის" მომგები ლიონელ მესი რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად 2022 წელს აღნიშნული ჯილდოს დასაკუთრების მთავარი ფავორიტია. მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ბრძოლას შეიძლება სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ".

"მბაპეში ძალიან საინტერესო პერსპექტივებს ვხედავ, რადგან "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსები აქვს".

"იგივეს თქმა შემიძლია ნეიმარზეც, რომელიც საკლუბო დონეზე მბაპეს თანაგუნდელია და ბრაზილიაში თამაშობს".

"მიმაჩნია, რომ France Football-მა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა ჩაატაროს გამოკითხვა. გადაწყვეტილება ამ ტურნირის შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Sportskeeda.