ავტორიზაცია

მესის ნაჩუქარი თილისმა კოუტინიოს, რომელსაც ბრაზილიელი ხელზე დღემდე ატარებს

მესის ნაჩუქარი თილისმა კოუტინიოს, რომელსაც ბრაზილიელი ხელზე დღემდე ატარებს
თარიღი 12 იან 2022, 17:04

რამდენიმე წლის წინ, ლეო მესიმ კოუტინიოს "იღბლიანი" წითელი სამაჯური აჩუქა. თავად ლეომ ეს მიიღო ჟურნალისტ რამა პანტოროტოსგან, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

"დედაჩემმა მითხრა, რომ ეს გადმოგცეთ", - განმარტა რამამ. - "ამ სამკლაურს იღბალისთვის ვიკეთებ, თუ გინდა, მოგცემ". გასაკვირია, რომ მესიმ აღნიშნული საჩუქარი მიიღო.

ლეომ ნიგერიასთან სწორედ ამ სამაჯურით ითამაშა, მატჩის შემდეგ კი შერეულ ზონაში ჟურნალისტს შეეხო, როცა აჩვენა, რომ თილისმა მასთან იყო. "გახსოვს ის თილისმა, რომელიც მე გაჩუქე?" ჰკითხა რამამ.

"რა თქმა უნდა, მე ის მიკეთია, შეხედე", - უპასუხა ლეომ ჟურნალისტს. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, არგენტინელმა სამკლაური გადასცა კოუტინიოს.

ბრაზილიელმა სამაჯური გაიკეთა ესპანეთის თასზე, "სევილიასთან" მატჩის წინ, მაშინ "ბარსელონამ" მოიგო 6:1. მას შემდეგ ბრაზილიელი მას პრაქტიკულად არ დაშორებულა.