ავტორიზაცია

"ერთი ნაბიჯით წინ არიან", - ვერონმა ინტერი-იუვენტუსს შორის ფავორიტი დაასახელა

"ერთი ნაბიჯით წინ არიან", - ვერონმა ინტერი-იუვენტუსს შორის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 12 იან 2022, 17:10

მილანის "ინტერის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ხუან სებასტიან ვერონი იტალიის სუპერთასის ფავორიტად მიიჩნევს თავის ექს-გუნდს, ანუ "ნერაძურის".

"ალეგრის დონე ეჭვს არ იწვევს. რა თქმა უნდა, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რონალდუს დაკარგვა დიდი დარტყმა იყო. ინტერი ახლა ერთი ნაბიჯით უსწრებს იუვენტუსს.

როგორც კლუბი, ასევე გუნდი. იმედია, ინტერი მოიგებს. მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო სტაბილურები არიან და იუვენტუსს აქვს რამდენიმე წაგება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს", - თქვა ვერონმა Il Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" იტალიის სუპერთასზე გამოდის სერია ა-ს გამარჯვებულის რანგში, "იუვენტუსი" კი კოპა იტალიას. შეხვედრა დაიწყება დღეს, ჩვენი დროით 23:55 საათზე.