ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა კვლავ აქტუალურია

მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა კვლავ აქტუალურია
თარიღი 12 იან 2022, 18:35

მეკარეს მანუელ ნოიერს, ნახევარმცველ ტომას მიულერს და ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი აქვთ მიუნხენის "ბაიერნთან", რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება.

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენური კლუბი გაზაფხულზე გეგმავს ამ ფეხბურთელებთან ახალ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების დაწყებას. "ბაიერნი" 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან კონტრაქტის განახლებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს.

ნოიერი და მიულერი ეთანხმებიან ამ ვარიანტს. მათ სურთ, რომ "ბაიერნში" ითამაშონ მთელი კარიერის განმავლობაში და დიდ სიყვარულს გრძნობენ კლუბის მიმართ.

ლევანდოვსკის შემთხვევაში სხვა სიტუაციაა. 33 წლის თავდამსხმელს სურს, რომ კლუბმა აღიაროს მისი მიღწევები და შესთავაზოს მას გრძელვადიანი კონტრაქტი.

გარდა ამისა, პოლონელს არ სურს ხელფასების შემცირებაზე წასვლა. "ბაიერნის" თქმით, ლევანდოვსკის გრძელვადიანი კონტრაქტის დადება 24 მილიონი ევროს წლიური ხელფასით, ფეხბურთელის ასაკის გათვალისწინებით, რისკია.

ნოიერი მიუნხენის "ბაიერნში" 2011 წლიდან თამაშობს. მიულერი კლუბის აღზრდილია, მან მთელი კარიერა მიუნხენში გაატარა. ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნში" 2014 წლიდან თამაშობს.