ავტორიზაცია

ოფიციალურად: საგა დასრულებულია - კომანმა ბაიერნთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად: საგა დასრულებულია - კომანმა ბაიერნთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 12 იან 2022, 20:30

„ბაიერნმა“ ვინგერ კინგსლი კომანთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ფრანგმა შემტევმა მიუნხენურ გრანდთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის ხელფასი გადასახადების გადახდამდე 17 მილიონი ევრო იქნება.

ძველი ხელშეკრულება კომანს „ბაიერნთან“ 2023 წლამდე აკავშირებდა და მხარეები ფინანსურ საკითხზე საკმაოდ დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მიუნხენელები უკვე კომანის გაყიდვასაც არ გამორიცხავდნენ.

კინგსლი „ბაიერნში“ „იუვენტუსიდან“ 2017 წელს 17 მლნ ევროდ გადავიდა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში შემტევმა 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა.