ავტორიზაცია

რეალურია თუ არა ანტონი მარსიალის იჯარა სევილიაში?

რეალურია თუ არა ანტონი მარსიალის იჯარა სევილიაში?
თარიღი 12 იან 2022, 20:34

ანტონი მარსიალის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „სევილიაში“, უდიდესი ალბათობით, არ შედგება.

Marca-ს ინფორმაციით, ანდალუსიური გუნდი არ არის მზად „ემიუს“ საიჯარო მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

კერძოდ, „წითელ ეშმაკებს“ სურთ, რომ ესპანურმა გუნდმა ფრანგის ხელფასის ნახევარი და იჯარის საკომისიო გადაიხადოს. „სევილია“ კი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ასეთი ხარჯების უფლებას თავს ვერ მისცემს.

„ემიუს“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ მარსიალს გუნდის დატოვება სურს. პრესა წერდა, რომ 26 წლის შემტევი „სევილიაში“ გადასვლაზე თანახმაა.

ფრანგი ფეხბურთელი „მან იუნაიტედში“ 2015 წელს „მონაკოდან“ 60 მლნ ევროდ გადავიდა.