ავტორიზაცია

ვერონი: "არავინ შეიმჩნია ლუკაკუს და კონტეს წასვლა, რადგან ინძაგიმ ინტერი კიდევ უფრო გააუმჯობესა"

ვერონი: "არავინ შეიმჩნია ლუკაკუს და კონტეს წასვლა, რადგან ინძაგიმ ინტერი კიდევ უფრო გააუმჯობესა"
თარიღი 12 იან 2022, 20:45

„ინტერის“ ექს-ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა სიმონე ინძაგის ხელში გუნდის პროგრესზე ისაუბრა.

„ინტერი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, ისინი სერია ა-ში დამსახურებულად ლიდერობენ და 20-დან მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის.

მათ მწვრთნელი შეიცვალეს და ეს ვერც კი შეიმჩნიეს, პირიქით უკეთესები გახდნენ. ლუკაკუს წასვლა არავინ შეიმჩნია, რადგან ეს ერთიანი გუნდია, პლიუს კარგი ფეხბურთელები დაიმატეს.

ინძაგი გაიზარდა და „ლაციოს“ მწვრთნელობით კარგი გამოცდილება დააგროვა. რთულია ტოპ-კლუბის გაწვრთნა, მაგრამ მას ყველაფერი ძალიან ადვილად გამოსდის. 

კიდევ იქნება წინ რთული პერიოდები და ვნახოთ, როგორ ითამაშებს „ინტერი“ მომავალში, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ინძაგიმ კონტეს „ინტერი“ გააუმჯობესა.

ახლა უფრო მეტი ბურთის ფლობაა და ნაკლები კონტრშეტევა.“ - ციტირებს ვერონის სიტყვებს Corriere dello Sport.