ავტორიზაცია

ოფიციალურად: დიეგო გოდინმა კალიარისთან კონტრაქტი გაწყვიტა - ახალ გუნდთან შეთანხმება უკვე მიღწეულია

ოფიციალურად: დიეგო გოდინმა კალიარისთან კონტრაქტი გაწყვიტა - ახალ გუნდთან შეთანხმება უკვე მიღწეულია
თარიღი 12 იან 2022, 22:47

იტალიურმა „კალიარიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეტერანმა მცველმა დიეგო გოდინმა გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

შესაბამისად, ლეგენდარული ცენტრალური მცველი ამიერიდან თავისუფალი აგენტია.

თუმცა, როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, გოდინს დიდხნიანი უქმობა არ მოუწევს - ფეხბურთელს ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროსთან“ შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და უახლოეს პერიოდში ის სამხრეთამერიკული გუნდის წევრი გახდება.

საფეხბურთო კარიერის ლომის წვლილი გოდინმა მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, სადაც 9 წლის მანძილზე ძირითადი შემადგენლოვის უცვლელი წევრი იყო.

2019 წელს მას მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და უფასოდ „ინტერში“ გადავიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სერია ა-ს შედარებით დაბალი რანგის გუნდში, „კალიარიში“ გადავიდა, სადაც დღემდე თამაშობდა.