VIDEO: ბოლო წლების ყველაზე დრამატული კლასიკო - რეალმა დამატებით დროში იმარჯვა და სუპერთასის ფინალში გავიდა
საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და მადრიდული გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
„რეალი“ ამ შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდა ჯერ ვინისიუსის გოლით, შემდეგ კი ბენზემასი, თუმცა „ბარსამ“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - პირველად ეს ლუკ დე იონგმა გააკეთა, მეორედ კი - ანსუ ფატიმ.
საბოლოოდ საქმე დამატებით დროში გადავიდა, სადაც „რეალმა“ პირველივე დამატებულ ტაიმში მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება - კონტრშეტევაზე გაქცევის შემდეგ მადრიდული გუნდიდან გამარჯვების გოლი ფედე ვალვერდემ გაიტანა.
მეორე დამატებულ ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში ტაბლოზე აღარ შეცვლილა - „რეალმა“ სამეფო თასის ფინალში გავიდა და თავის მეტოქეს ელოდება.
ხვალ, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ატლეტიკო მადრიდი“ და „ატლეტიკ ბილბაო“ დაუპირისპირდებიან.