VIDEO: ჩელსიმ ტოტენჰემს სტუმრადაც მოუგო და ლიგის თასის ფინალში დამაჯერებლად გავიდა
ინგლისის ლიგის თასის ½-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ სტუმრადაც მოუგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
პირველი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ 2:0 ჰქონდა მოგებული და ამ შეხვედრას დიდი უპირატესობით შეხვდა.
თუმცა, ტუხელის გუნდს არც სტუმრად შეექმნა პრობლემები - მე-18 წუთზე რუდიგერმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და „ჩელსი“ ფინალში აუღელვებლად გაიყვანა.
მეორე ნახევარფინალში კი საქმეებს „არსენალი“ და „ლივერპული“ გაარკვევენ. თუმცა, კოვიდაფეთქების გამო, გუნდებს შორის ჯერ პირველი მატჩიც არ არის გამართული - შეხვედრა უკვე დღეს, 13 იანვარს უნდა გაიმართოს.