ავტორიზაცია

VIDEO: საოცრად დრამატული ფინალი - ინტერმა იუვენტუსს ექსტრა-ტაიმის ბოლო წუთზე მოუგო და სუპერთასს დაეუფლა

თარიღი 13 იან 2022, 02:36

იტალიის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მილანში სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1, დამატებით დროში დასრულდა

25-ე წუთზე მაკკენიმ მორატას პასით „იუვე“ დააწინაურა, თუმცა 10 წუთში ლაუტარო მარტინესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა და საქმე ექსტრა-ტაიმში გადავიდა, სადაც თითქოს ყველაფერი პენალტებისკენ მიდიოდა, თუმცა ალექსის სანჩესმა 120+1 წუთზე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და თავის გუნდს კიდევ ერთი ტიტული მოუტანა.