ავტორიზაცია

არტური პრემიერ ლიგაში გადასვლასთან არის ახლოს

არტური პრემიერ ლიგაში გადასვლასთან არის ახლოს
თარიღი 13 იან 2022, 12:03

რამდენიმე წყაროს მიხედვით, "იუვენტუსის" ფეხბურთელი, არტური იანვარში "არსენალის" მთავარი სამიზნე არის. "ლიონის" ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში მიუწვდომელია, ამიტომ არტური გადავიდა მიკელ არტეტას სატრანსფერო სიის სათავეში.

RMC Sport-ის ცნობით, "არსენალი" წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს "იუვენტუსთან" არტურის სეზონის დარჩენილ ნაწილში განათხოვრების წესით გადმოყვანაზე.

სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და შორს არის დასრულებამდე. ბრაზილიელმა ამ სეზონში "იუვენტუსში" მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

არტურს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ტურინში "ბარსადან" გადავიდა.