ავტორიზაცია

"ბარსელონა ძალიან ძლიერია, თუმცა მოგება რეალმა დაიმსახურა", - ბენზემა

"ბარსელონა ძალიან ძლიერია, თუმცა მოგება რეალმა დაიმსახურა", - ბენზემა
თარიღი 13 იან 2022, 14:32

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ განვლილ ელ კლასიკოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალში 3:2 დაამარცხა.

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ძალიან რთული იყო და ბარსელონა ძალიან ძლიერია. ეს შედეგი კარგია, რადგან ფინალში გავედით. ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, რაც იოლი არ იყო.

თუ მათ აძლევთ ბურთს, ისინი აღარ აბრუნებენ მას, მაგრამ ჩვენ პირველივე წუთიდან ვიბრძოდით. მხარი კარგად მაქვს, უბრალოდ მცირე დაზიანებაა. მადრიდის რეალი საუკეთესოა მსოფლიოში.

ჩვენ უნდა მოვიგოთ და გავაგრძელოთ თამაში ამ დონეზე. კარგია, ნორმალურია იყო დაღლილი ასეთი მატჩის შემდეგ. მთელი ძალა მოედანზე დავტოვეთ, მაგრამ ეს კარგი დაღლილობაა, რადგან ჩვენ მოვიგეთ", - თქვა ფრანგმა.