ავტორიზაცია

VIDEO: 3 წითელი, 7 გოლი — ფიორენტინამ იტალიის თასზე ნაპოლი დამატებით დროში გაანადგურა

თარიღი 13 იან 2022, 23:58

იტალიის თასის 1/8 ფინალის ეგიდით, "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "ფიორენტინა" მიიღო და დამატებით დროში დამარცხდა.

აღნიშნული დაპირისპირების ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებით 30 წუთში ფლორენციელებმა ნეაპოლელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა გახსნა, ზუსტად სამ წუთში კი დრის მერტენსმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში "ფიორენტინას" გოლკიპერი, ბართლომე დრაგოვსკი გაუძევეს.

კაცნკალული ფლორენციელები 57-ე წუთზე წინ გავიდნენ - მასპინძელთა კარი კრისტიანო ბირაგიმ აიღო. 

შეხვედრის მიწურულს "ნაპოლის" ჯერ ირვინგ ლოზანო გაუძევეს, შემდეგ კი ფაბიან რუისი, თუმცა 95-ე წუთზე ანდრეა პეტანიამ ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც "ფიორენტინამ" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა - ლორენცო ვენუტიმ, კშიშტოფ პიონტეკმა და იუსეფ მალეჰმა მოახერხეს თავის გამოჩენა.