VIDEO: კოპას შემდეგ, ლა ლიგის ჩემპიონიც გავარდა - ესპანეთის სუპერთასის ფინალისტები გაირკვნენ
ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ატლეტიკო მადრიდი“ და „ატლეტიკ ბილბაო“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და ბასკების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
62-ე წუთზე უნაი სიმონმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „ატლეტიკო“ დააწინაურა, თუმცა 77-ზე ალვარესმა ანგარიში გაათანაბრა, 81-ზე კი ნიკო უილიამსმა თავისი გუნდი წინაც გაიყვანა და გამარჯვება გაუნაღდა.
ამრიგად, „ატლეტიკ ბილბაო“ ფინალში გავიდა, სადაც 16 იანვარს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ კლასიკოში დამატებით დროში „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.
საინტერესო ფაქტი ის არის, რომ სუპერთასზე არ დარჩა გასული სეზონის არც ლა ლიგის და არც კოპა დელ რეის ჩემპიონი - „ბარსელონაც“ და „ატლეტიკოც“ გავარდნენ.