ავტორიზაცია

VIDEO: მინამინომ საოცარი აცილებით 10-კაციანი არსენალი დაინდო! ყველაფერი ემირეითსზე გადაწყდება

თარიღი 14 იან 2022, 01:54

ინგლისის ლიგის თასის პირველ შეხვედრაში „ლივერპული“ და „არსენალი“ დაუპირისპირდენ ერთმანეთს.

კოვიდაფეთქების გამო მატჩი ერთი კვირის დაგვიანებით გაიმართა - მეორე წყვილში უკვე ფინალისტი გამოიკვეთა (ჩელსი), „ლივერპული“ და „არსენალი“ კი დღეს მხოლოდ პირველ მატჩს მართავდნენ და ფრე 0:0 ითამაშეს.

მატჩის 24-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და „არსენალი“ 10 კაცით დარჩა, თუმცა „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და არტეტას გუნდი ვერ გატეხა.

მატჩის მიწურულს ტაკუმი მინამინომ საოცარი მომენტი გაანიავა და „ლივერპულს“ გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა.

საპასუხო შეხვედრა კი 20 იანვარს „ემირეითსზე“ გაიმართება.