ავტორიზაცია

კიტეიშვილი გუნდთან ერთად კვლავ ვერ ვარჯიშობს

კიტეიშვილი გუნდთან ერთად კვლავ ვერ ვარჯიშობს
თარიღი 14 იან 2022, 04:38

გრაცის შტურმის ნახევარმცველი ტრავმის გამო ჯერ კვლავ ვერ ახერხებს გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა krone.at წერს და იუწყება, რომ შტურმი სლოვენიაში შუასასეზონო შეკრებას კიტეიშვილის გარეშე მართავს.

რამდენიმე კვირის წინ GOAL.GE-მ გაცნობათ, რომ ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას თებერვლის დასაწყისში ელოდებიან, გუნდთან ერთად კი ვარჯიშს, დაახლოებით, 20 იანვრის შემდეგ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ქუსლის მყესი სექტემბერში, ევროპა ლიგის მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ გაიწყვიტა, რის გამოც საჭირო ქირურგიული ჩარევა გახდა.

25 წლის ნახევარმცველს ტრავმამდე კარგი შედეგები ჰქონდა. 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.