ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის გაყიდვით ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის ფულის შოვნას გეგმავს

ფეხბურთელი, რომლის გაყიდვით ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის ფულის შოვნას გეგმავს
თარიღი 14 იან 2022, 10:45

ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა შესაძლოა "ბარსელონა" ამ ზაფხულს დატოვოს. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელის გაყიდვა, რომლის თამაშიც ბოლომდე არ აკმაყოფილებდა სამწვრთნელო შტაბს ბოლო წლებში, საკმაოდ რეალურია.

ნახევარმცველი არ ითვლება ძირითადი შემადგენლობის უცვლელ მოთამაშედ. 24 წლის ნიდერლანდელის გაყიდვით, "ბლაუგრანას" შეუძლია მნიშვნელოვანი თანხის შეგროვება.

ეს თანხა დორტმუნდის "ბორუსიადან" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს მოხმარდება. დე იონგმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გარდა, ნორვეგიელი თავდამსხმელის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის". თავად ჰოლანდი "სამეფო კლუბის" ვარიანტისკენ იხრება.