ავტორიზაცია

ბონუჩი ინტერის მდივანს სანჩესის გოლის შემდეგ: "ჩემს თვალწინ ნუ ზეიმობ, იცოდე მოგკლავ!"

ბონუჩი ინტერის მდივანს სანჩესის გოლის შემდეგ: "ჩემს თვალწინ ნუ ზეიმობ, იცოდე მოგკლავ!"
თარიღი 14 იან 2022, 10:55

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი იტალიის სუპერთასზე მილანის "ინტერთან" მატჩის დროს (1:2) ჩადენილი საქციელის გამო შესაძლოა დაისაჯოს.

მილანური კლუბის მდივანმა, კრისტიანო მოცილომ 121-ე წუთზე ალექსის სანჩესის გამარჯვების გოლი აქტიურად აღნიშნა. იქვე მყოფი ბონუჩი კი მასზე ძალიან გაბრაზდა.

"ჩემს თვალწინ ნუ იზეიმებ, რა ჯანდაბას აკეთებ? იცოდე მოგკლავ!", - თქვა მოთამაშემ. მოცილომ უპასუხა: რა ჯანდაბას აკეთებ?" და სცადა ფეხბურთელის გვერძე გაწევა.

Il Tempo-ს ცნობით, ფედერალურმა გამომძიებლებმა ეს მომენტი დაინახეს. მათ შეუძლიათ მიმართონ სპორტულ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს ბონუჩის შესაძლო დისკვალიფიკაციას სერია ს-ს შემდეგი მატჩებისთვის.