ავტორიზაცია

ლუიშ ნანი ევროპულ ფეხბურთში და იტალიის სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლუიშ ნანი ევროპულ ფეხბურთში და იტალიის სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
თარიღი 14 იან 2022, 15:42

35 წლის პორტუგალიელი ვინგერი, რომელმაც მლს-ის გუნდი „ორლანდო სიტი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ვენეციაში“ გადასვლასთან არის ახლოს.

თუმცა, ეს იტალიური გუნდი ერთადერთი არ არის, ვინც შეიძლება ნანი დაიმატოს - აგენტმა მისი უფასოდ გადაბირება „ჯენოას“ და „ბოლონიასაც“ შესთავაზა.

იტალიის სერია ა-ში ნანის „ლაციოს“ რიგებში აქვს ნათამაშები.

„ორლანდოს“ მაისურით 88 ჩატარებულ მატჩში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 31 გოლი და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა.