ავტორიზაცია

ოფიციალურად: სევილიამ პორტუს 29 წლის შემტევი დაიმატა

ოფიციალურად: სევილიამ პორტუს 29 წლის შემტევი დაიმატა
თარიღი 14 იან 2022, 16:47

„პორტუს“ შემტევი, ხესუს კორონა კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

29 წლის მექსიკელი ვინგერის ტრანსფერი „სევილიამ“ უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა.

კორონამ, რომელსაც მეტსახელად „ტეკატიტოსაც“ ეძახიან, ანდალუსიურ გუნდთან 2024/25-წლებამდე გააფორმა კონტრაქტი.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანურ გუნდს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდა, იმ დროს როდესაც Transfermarkt მის ღირებულებას 22 მილიონ ევროდ აფასებს.

საქმე ის არის, რომ ზაფხულში კორონას „პორტუსთან“ კონტრაქტი უმთავრდებოდა და მას გუნდის დატოვება სრულიად უფასოდ შეეძლო. ამის გამო, „პორტუმ“ ფეხბურთელის გაშვება დაბალ ფასად არჩია.