კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ალფონსო დევისს გულის პრობლემები აღმოაჩნდა
„ბაიერნის“ მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, გუნდის მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის მდგომარეობაზე ისაუბრა.
კანადელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ახალი წლის დადგომის შემდეგ მას გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია.
„ალფონსო დევისს კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, მსუბუქი მიოკარდიტის ნიშნები აქვს (გულის კუნთის ანთება - ავტ.)
ეს არ არის დრამატული, მაგრამ შემდეგ რამდენიმე კვირას ის აუცილებლად გამოტოვებს, რადგან გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება.
თუმცა, ჩვენ არ ვიცით, უკავშირდება თუ არა მიოკარდიტი კორონავირუსს. ასეთი ალბათობა არსებობს, მაგრამ 100%-ით გადაწყვეტილი არ არის.“ - აღნიშნა ნაგელსმანმა.