ავტორიზაცია

ტოტენჰემის ფეხბურთელები შიშობენ, რომ კონტემ შესაძლოა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს

ტოტენჰემის ფეხბურთელები შიშობენ, რომ კონტემ შესაძლოა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს
თარიღი 14 იან 2022, 18:21

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელები შიშობენ, რომ ანტონიო კონტემ შესაძლოა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს.

ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ იტალიელმა ასეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგას, თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხელმძღვანელობა მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. გასახდელში კონტეს შესაძლო წასვლა უკვე განიხილება და არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია მართლაც ასე განვითარდეს.

მნიშვნელოვანია არამარტო ზამთრის, არამედ ზაფხულის ტრანსფერებიც. მომდევნო ზაფხული კონტეს მომავლის საკითხში გადამწყვეტი იქნება, მას გუნდის დატოვება შუა სეზონში არ სურს, თუმცა ამაზე აუცილებლად დაფიქრდება, თუ ხელმძღვანელობას შეატყობს, რომ მისი მოთხოვნები არ სრულდება.

როგორც Daily Mail წერს, ზამთარში კონტეს მარჯვენა ვინგერის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის დამატება სურს. იდეალურ სამყაროში მას ცენტრალური მცველის შეძენაც უნდა, მაგრამ მზადაა ამ პოზიციის გაძლიერებას ზაფხულამდე დაუცადოს.

კონტემ „ტოტენჰემი“ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ანალოგიური მიზეზის გამო მან გასულ გაზაფხულზე „ინტერი" დატოვა.