ავტორიზაცია

ბარსელონა ზულეთი ინტერესდება, თუმცა ბაიერნის მცველი პრემიერ ლიგის კლუბზე ოცნებობს

ბარსელონა ზულეთი ინტერესდება, თუმცა ბაიერნის მცველი პრემიერ ლიგის კლუბზე ოცნებობს
თარიღი 14 იან 2022, 21:32

"ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ ზაფხულში შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

26 წლის უკანახაზელით, რომელსაც "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება, "ბარსელონა" ინტერესდება, წერს Sport Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.

როგორც აღინიშნება, თავად ზულეს ძალების მოსინჯვა პრემიერ ლიგაში უნდა და ინგლისურ კლუბში გადასვლაზე ოცნებობს.

გერმანელი მცველი "ბაიერნის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ამჟამად ზულეს სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.