ავტორიზაცია

2021 წელს განხორციელებული 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფიფას ვერსიით

2021 წელს განხორციელებული 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფიფას ვერსიით
თარიღი: 14 იან 2022, 21:41

ფიფამ (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიო ფეხბურთში 2021 წელს განხორციელებული ტრანსფერების ანგარიში გამოაქვეყნა.

კლუბების მიერ დახარჯული თანხების გასაჯაროვების გარეშე, ორგანიზაციამ გასული წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის სია შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ანგარიშში მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს შორის განხორციელებული ტრანსფერებია წარმოდგენილი.

ფიფას რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რომელუ ლუკაკუ (ინტერი / ჩელსი);

2. ჯეიდონ სანჩო (ბორუსია დორტმუნდი / მანჩესტერ იუნაიტედი);

3. აშრაფ ჰაკიმი (ინტერი / პსჟ);

4. რაფაელ ვარანი (მადრიდის რეალი / მანჩესტერ იუნაიტედი);

5. ტამი აბრაჰამი (ჩელსი / რომა);

6. იბრაჰიმა კონატე (რბ ლაიფციგი / ლივერპული);

7. მარტინ ედეგორი (რეალი / არსენალი);

8. ამად დიალო (ატალანტა / მანჩესტერ იუნაიტედი);

9. ედუარდო კამავინგა (რენი / რეალი);

10. ბრაიან ხილი (სევილია / ტოტენჰემი)

ფიფას ცნობით, ამ 10 ტრანსფერში 2021 წელს განხორციელებული გარიგებების საერთო ღირებულების თითქმის 15% დაიხარჯა.